სანდო პარტნიორი და მუდმივად მზარდი შესაძლებლობების მქონე კომპანია

„MOTIF“ – ი 1996 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თათეშვილების ოჯახის მიერ. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც წარმოადგინა იტალიური და სხვა საერთაშორისო, წამყვანი ბრენდები საქართველოში. ეს წლები საკმარისი აღმოჩნდა „MOTIF -ისთვის, დიზაინის სფეროში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად.

დღესდღეისობით, კომპანიის საქმიანობა მოიცავს მომსახურების სხვადასხვა სპექტრს. მათ შორის დიზაინის სტუდიას და შოუ რუმს, სადაც წარმოდგენილია წამყვანი ევროპული ბრენდების, თანამედროვე დიზაინის სიმბოლოდ ქცეული ავეჯი, განათება, დეკორაციები და მოსაპირკეთებელი მასალები.

ხარისხიანი მომსახურების დამსახურებაა ის, რომ „MOTIF“-ი, ამდენი წლის განმავლობაში, სანდო და საპატივსაცემო მოკავშირეა, როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე უცხოელი პარტნიორებისთვის. ის უკვე მრავალი წელია ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორებიცაა: B&B Italia, Maxalto, Giorgetti, ClassiCon, Bulthaup, Ligne Roset, Wittmann, Emmemobili, Driade, Glas Italia, Fritz Hansen, SéLondon, Moooi, Tribu, Kettal, Expormim, Agape, Boffi, Ex.t, Mutina, Salvatori, 41zero42, Lea Ceramiche, Fantini, Tubes, Effegibi, Oikos, Bticino, Barovier & Toso, Lambert & Fils, Davide Groppi, Pallucco, Giopato & Coombes, Flos, CC-tapis, Focus, By Lassen, Bosa, Alessi, Bang & Olufsen და სხვა.

„MOTIF“ – ის გუნდმა დიდი როლი ითამაშა საქართველოში ინტერიერის კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ამჟამად კომპანიას ოჯახის მეორე თაობა უდგას სათავეში. დები მაკა და თამარა თათეშვილები ხელმძღვანელობენ „MOTIF“-ის დიზაინ სტუდიას და აქტიურად მუშაობენ კომპანიის შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად.