Pitagora Outline

გაიყიდა:0
მისაწვდომია:1

Elena Salmistraro-ს მიერ შექმნილი ხალიჩების კოლექცია Flatlandia, რომელიც ქმნის ორგანზომილებიან სამყაროს, დასახლებულს გეომეტრიული ფიგურებით. ისევე როგორც 1884 წელს, Edwin A. Abbott-ის მიერ დაწერილ, ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა Flatland-ში. ნოველის სიუჟეტის მსგავსად, ხალიჩაზე განლაგებული სამკუთხედები, ხაზები, წრეები, კვადრატები იკვეთებიან, ხვდებიან, ეჯახებიან და შეიცნობენ ერთმანეთის არსებობას, თუმცა არ აქვთ ცოდნა ფერებისა და საკუთარი ჯადოსნური შესაძლებლობების შესახებ. კოლექციას აქვს ორი სახე: ერთი – უხეში და ხელშესახები, ინტენსიური და გადატვირთული, მეორე კი – ნათელი და რბილი, მშვიდი და ამაღლებული. ხალიჩების სერია ხაზს უსვამს დუალისტურ ხასიათსა და ოსტატობას, რომელიც ხალიჩის შექმნის დროს იყო გამოყენებული. შემთხვევითობა არ არის, რომ ხალიჩების სახელები ცნობილი მათემატიკოსების სახელებს იმეორებენ: Cartesio, Pitagora და Eulero.

დამატებითი ინფორმაცია
ზომები 230 × 300 სმ
ბრენდი

cc-tapis

ფერი

ლურჯი

,

ფერადი