Santiago Calatrava – Oculus

3,844 

Santiago Calatrava თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი უდიდესი სახელი და მთელ მსოფლიოში განთქმული ინჟინერ-არქიტექტორია, რომელიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური კონცეფციებითა და ხელოვნების დონეზე აყვანილი, ოსტატურად შესრულებული სტრუქტურებით. მისი ნამუშევრები ძირითადად ცოცხალი არსებების ფორმებით და მოძრაობებით არის შთაგონებული. მაგალითად, ცათამბრჯენი Turning Torso შვედეთში, Milwaukee Art Museum-ი ვისკონსინში და ბოლო დროს შესრულებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სატრანსპორტო ჰაბი, მანჰეტენის ცენტრში, სახელწოდებით Oculus. ეს ელეგანტური და საკულტო შენობა, რომელიც 9/11-ის ტრაგედიის საპატივცემულოდაა შექმნილი, ფენიქსის ფრენას მოგაგონებთ და სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში, ის აუცილებლად მოიპოვებს საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო, საზოგადოებრივი შენობის სტატუსს. წიგნში წარმოდგენილია Santiago Calatrava-ს, ნიუ-იორკელი კრიტიკოსის Paul Goldberger-ის და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის თავმჯდომარის, George Deodatis-ის ორიგინალი ტექსტები.

დამატებითი ინფორმაცია
ზომები 26 × 3.5 × 33 სმ
ბრენდი

Assouline